მარიამ მამადაშვილი საბავშვო ევროვიზია 2016-ის გამარჯვებულია (ვიდეო)

2016 წლის საბავშვო „ევროვიზიის“ სიმღერის რიგით მეთოთხმეტე კონკურსის გამარჯვებული ქართველი შემსრულებელი, ათი წლის მარიამ მამადაშვილი გახდა. მან კონკურსზე სიმღერა „მზეო“ შეასრულა.
საქართველომ საბავშვო ევროვიზიის კონკურsი უკვე მესამედ მოიგო. 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ “ბზიკებს” ერგო, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი “ქენდი” გახდა.
საბავშვო “ევროვიზიის” სიმღერის კონკურსს ვალეტა, მალტა მასპინძლობდა. „ევროვიზიაში“ წელს 17 ქვეყანა მონაწილეობდა.
მარიამ მამადაშვილი 4 წლიდან მღერის. სწავლობდა სტუდიაში – „ბზიკებისტუდიო“, ასევე ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამუსიკო სკოლაში, ფორტეპიანოს განხრით. მონაწილეობდა  სხვადასხვა კონცერტებსა და სატელევიზიო შოუებში.
2014 წელს ათონელის თეატრში დადგმულ სპექტაკლში „ანა და მე“ შეასრულა პრინცესას როლი.
2015 წლიდან მარიამ მამადაშვილი ცხოვრობს აშშ-ში და სწავლობს Tomlinson Middle School-ის VI კლასში.
2015 წლის სექტემბრიდან ჩაირიცხა მუსიკალურ სასწავლებელში Broadway Method Academy, სადაც დღემდე ეუფლება ვოკალს, ცეკვას და სამსახიობო ოსტატობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები