რამდენ ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს ფოთლების წვა

ნარჩენების მართვის კოდექსით, ფოთლების წვა 200 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. როგორც “კვირას“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ნარჩენების კონტროლის განყოფილების უფროსმა ეკატერინე კისკეიძემ განუცხადა, 2016 წლის მდგომარეობით, ფოთლების წვის გამო დაჯარიმების 44, ხოლო საბურავების წვაზე დაჯარიმების 55 ფაქტია გამოვლენილი.
ფოთლების ან სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების წვის შემთხვევაში მოქალაქეებმა დარღვევის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უნდა აცნობონ ცხელი ხაზის ნომერზე – 153 (ზარი უფასოა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები