ლელა პაპასკირი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

ლელა პაპასკირს, რომელსაც 1 წლის წინ ფილტვის სიმსივნის მე-4 სტადია დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ლელას თურქეთში 8 ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა, რის შემდეგაც ყველაფერი უკეთესობისკენ წარიმართა. უსახსრობის გამო ლელამ დანიშნული პრეპარატის მიღება ვერ შეძლო, ამიტომაც ავადმყოფობა ისევ პროგრესირებს. მას განუვითარდა მეტასტაზები თავში.

ახლა კი სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობის გაგრძელება თურქეთში, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რისი შესაძლებლობაც ოჯახს აღარ აქვს.

ექიმების თქმით, მას ნამდვილად აქვს გადარჩენის შანსი. მისთვის თითოეული ლარი ძალიან მნიშვნელოვანია: საბანკო ანგარიში:
თიბისი ბანკი-GE78TB7138045161600002;
მიმღები პირი სალომე თოფურია.
პირადი ნომერი:19001021599, დაბ.თარიღი 20.09.1990

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები