უკვე 9 წელია, „შატო მუხრანში“ რთველის განსაკუთრებულად აღნიშვნა ტრადიციად იქცა

„რთველი 2016“ მუხრანბატონის მამულში წელს 15 ოქტომბერს გაიმართა.
ღონისძიების პროგრამა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, გაჯერებული როგორც ტრადიციული აქტივობებით, ასევე ბევრი სიახლითა და სიურპრიზით. სტუმრებს განსაკუთრებული სილამაზითა და დეკორაციით გაფორმებული დახვდათ მუხრანბატონის სასახლის წინ მდებარე ტყე-პარკი, სადაც საოცარი სილამაზით იყო წარმოჩენილი მე-19 საუკუნის არისტოკრატიული სული და შემოდგომის მდიდარი ფერები. აქვე იყო წარმოდგენილი ცნობილი ქართველი მხატვრის, იური ბერიშვილის ნახატების ექსპოზიცია.
იური ბერიშვილის ნამუშევრების მდიდარი პალიტრა იდეალურად ერწყმოდა მუხრანბატონის მამულის პომპეზურ გარემოს. ღონისძიება ოფიციალურად გახსნა „შატო მუხრანის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, პატრიკ ჰონეფმა. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის, გააცნო კომპანიის სიახლეები და გეგმები. მათ შორის, ისაუბრა იმ მნიშვნელოვან სიახლეზეც, რომ ,„შატო მუხრანის“ ღვინო ბაზარზე წარმოჩინდება ახალი, კიდევ უფრო დახვეწილი შეფუთვით.
სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ჩურჩხელების ამოვლებაში, თონეში პურის ცხობაში, ჭაჭის ტრადიციული წესით დაწურვაში. შემდეგ გადაინაცვლეს ვენახში, სადაც ყურძენი დაკრიფეს და საწნახელში დაწურეს.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში სტუმრებს საშუალება ქონდათ, მოესმინათ შესანიშნავი ბენდის, „ნიუტონის“ და სალომე კორკოტაშვილის კონცერტი, დამტკბარიყვნენ არაჩვეულებრივი გარემოთი, „შატო მუხრანის“ პრემიალური ღვინოების დეგუსტაციით და უგემრიელესი კერძებით.
დაპატიჟებულ სტუმრებს შორის იყვნენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, „შატო მუხრანის“ პარტნიორები და სხვადასხვა ქვეყნებიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული საპატიო სტუმრები.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები