„წყალტუბო პლაზაში“ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავების შესახებ ტრენინგი გაიმართა

სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“, „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავების შესახებ სემინარი გაიმართა. პროექტს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მხარდაჭერით, PEM – ი, Gmbh -ი, Intecus -ი და Gamma ახორციელებენ.
ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრულია მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმების შემუშავება მუნიციპალიტეტების მიერ 2017 წლის ბოლომდე, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ნარჩენების ეროვნულ გეგმასთან და ამასთანავე, შეთანხმებულ იქნას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, რომელსაც შემდგომ დაამტკიცებენ ადგილობრივ დონეზე. სემინარის მიზანია, დახმარება გაუწიოს მუნიციპალიტეტებს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავებაში.
სემინარზე ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის მიზნები და ეროვნული გეგმა განიხილეს, რომლის განხორციელებაშიც მუნიციპალიტეტების როლი უმნიშვნელოვანესია. ასევე, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის ხელმძღვანელებმა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებები და CENN-ის მიერ მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის სახელმძღვანელო დოკუმენტი გააცნეს.

2018 წლიდან, ქუთაისთან ახლოს ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება, რომელიც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს მოემსახურება. პროექტი გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 26 მილიონი ევროა. შეხვედრას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ნარჩენების მართვის ექსპერტები და ქუთაისის პროექტის კონსულტანტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები