„კავკასიის ყველაზე დიდი საიდუმლო“ Planet.doc-მა – საქართველოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო (ვიდეო)

“საქართველო – კავკასიის ყველაზე დიდი საიდუმლო” – ამ სათაურით დოკუმენტური კინოსურათების არხმა Planet.doc-მა – საქართველოზე ფილმი გადაიღო.
ფილმი ინგლისურ და რუსულ ენებზეა გამოსული და ის საქართველოს ასახავს, როგორც კულტურული მრავალფეროვნების, ისტორიული მემკვიდრეობის, უნიკალური ტრადიციების და ბუნების მქონე ქვეყანას.
ფილმში მოთხრობილია საქართველოს დედაქალაქის, სიღნაღის, ბორჯომის, შატილის და საქართველოს სხვა დასახლებული პუნქტებისა და რეგიონების უნიკალურობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები