რუსეთის საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსკოვში ჩასვლაზე ინფორმაციას ავრცელებს (ვიდეო)

რუსეთის საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსკოვში ჩასვლაზე ინფორმაციას ავრცელებს. ილია მეორე მოსკოვში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილეს 70 წლის იუბილეზე დასასწრებად ჩავიდა.
მოსკოვში ვიზიტის დროს საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციაში შედიან: ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და სამთავისის მიტროპოლიტი ანდრია, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა პირები.
მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ფონზე, რუსული პრესა ილია მეორეს ვიზიტს „პარალელურ დიპლომატიას“ უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები