გიორგი ბარათაშვილი: სწორედ ის დროა, რომ დირექტორის თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი ორშაბათს, 21 ნოემბერს, თანამდებობას დატოვებს.
როგორც „კვირას“ გიორგი ბარათაშვილმა განუცხადა, იგი ორშაბათს, 21 ნოემბერს, ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს. ბარათაშვილმა „კვირას“ მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ ინფორმაცია არ გაუმხილა, თუმცა ამბობს, რომ მას რამდენიმე შემოთავაზება აქვს. მისივე თქმით, მისი მომავალი სამსახურის შესახებ მედიისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
”უკვე დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობ. ორშაბათს ვაპირებ ამ თემასთან დაკავშირებით ბორდთან დალაპარაკებას. რატომ გადავწყვიტე მაინცდამაინც ახლა, ამას აგიხსნით. აქამდე თანამდებობიდან წასვლა ჩემთვის უხერხული იყო, ქვეყანაში არჩევნები იყო და ტელევიზიას ვერ მივატოვებდი. ახალი წელი მოდის და ტელევიზია ახალ ბიუჯეტს ადგენს, მიმაჩნია, რომ ახლა სწორედ ის დროა, რომ დირექტორის თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდე“, – აღნიშნა გიორგი ბარათაშვილმა.
გიორგი ბარათაშვილის თქმით, თანამდებობიდან წასვლა მან საკუთარი სურვილით გადაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები