თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია ”თელასის” ცნობით, 110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „მახათა“ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ორხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, მუხაძის, ჩანტლაძისა და ახვლედიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება საბურთალოს რაიონშიც. კომპანია ”თელასის” ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება სოფელ დიღმის ნაწილს.

სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება 20 ნოემბერსაც. კომპანიის ინფორმაციით, 110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „მახათა“ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, 09:00 საათიდან 18.00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონის ნაწილს, კერძოდ, კახეთის გზატკეცილის, სოფელ ლილოს, საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ფრანგულიანის, ღლონტის, ტყემალაძის, ჭირნახულის, ორახელაშვილის, გოკიელის, იუმაშევის, დავითაშვილის, ბაბუციძის და შანშიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო კი, 21 ნოემბერს შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონის ნაწილს. როგორც ”კვირას” კომპანია ”თელასიდან” აცნობეს, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ოთარ ჭილაძის ქუჩებზე. ”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები