უკრაინული ავიაკომპანია კიევსა და თბილისს შორის რეგულარული ავიარეისების შესრულებას იწყებს

2016 წლის 23 დეკემბრიდან, საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია „DART“ იწყებს, რომელიც კიევსა და თბილისს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა დღეს მიენიჭა.
ფრენები ყოველ პარასკევსა და კვირას, Airbus 320 და 321 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
ავიაკომპანია „დარტის“ გარდა საქართველოსა და უკრაინის დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ და „იან ეარი“ ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები