„გაუღიმე და გაატარე“- ქვეითთა უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი აქცია-პერფორმანსი გაიმართა

„გაუღიმე და გაატარე“, – ამ სახელწოდებით „მშრალ ხიდთან“ ქვეითთა უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი აქცია-პერფორმანსი გაიმართა. „საქართველოს მწვანე ავტოკლუბმა“ ღონისძიება მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით დაგეგმა.
„თბილისში ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ქვეითთა გადასასვლელია, რადგან ავტომანქანების გადატვირთული მოძრაობაა. მძღოლებს ვთხოვთ, ე.წ. ზებრასთან მიახლოებისას შეანელონ სვლა და გაჩერდნენ, თუკი ფეხით მოსიარულე გადადის. მეტიც, ქვეითი გაატარონ მაშინაც, როცა გზის რომელიმე მონაკვეთზე გადასასვლელი მონიშნული არ არის“, – განუცხადა „კვირას“ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ.
„გაუღიმე და გაატარე“ – ამ სლოგანით „საქართველოს მწვანე ავტოკლუბი“ დედაქალაქში რამდენიმე მისამართზე გეგმავს აქციას, რომლის მიზანიც მძღოლებისა და ქვეითებისთვის მოძრაობის წესების დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები