პრეზიდენტი: მხოლოდ განათლებული ადამიანი აღწევს შინაგან, სოციალურ და პოლიტიკურ თავისუფლებას

საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა, განათლება თავისუფლებაა და მხოლოდ განათლებული ადამიანი აღწევს შინაგან, სოციალურ და პოლიტიკურ თავისუფლებას.
“ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს რომ, ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი განათლება უნდა იყოს. მჯერა, ერთიანი ძალისხმევით, განათლებულ და თავისუფალ საზოგადოებასთან ერთად გავივლით გზას დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ”, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დღესვე უნდა დაიწყოს ცვლილებები, რადგან არ გვაქვს დრო, რომ მომავალი საქართველოს შენება ათეული წლებით გადავდოთ.
„ქვეყანას მყისიერი წარმატება სჭირდება ყველა სფეროში, რასაც მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმით, მყარი სამოქალაქო თვითშეგნებით და პროგრესული იდეებით განვახორციელებთ”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები