პარლამენტთან აქცია გაიმართა

ქუთაისში პარლამენტთან არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნას, მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპების განხორციელებას და განათლების ფუნდამენტურ რეფორმას მოითხოვენ.
“მოვითხოვთ ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნას, დაინერგოს მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპები, უნდა განხორციელდეს განათლების ფუნდამენტური რეფორმა, მოხდეს ეკონომიკური გაერთიანება და დასრულდეს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა”, – აცხადებენ აქციის წევრები.
ფოტო: 2030

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები