ხვალ, გლდანში შესაძლოა, გაზის სუნი იგრძნობოდეს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ხვალ, გლდანის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით ოდორანტის ტრანსპორტირებას განახორციელებს.
ამის შესახებ “კვირას” კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა, დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების მცირედი სუნი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
”გაცნობებთ, რომ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მიმდინარე წლის 18 ნოემბერს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება ქალაქ თბილისში გლდანის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით. აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების მცირედი სუნი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები