„კანონიერი ქურდი“ დავით გვაჯაია უკრაინიდან გააძევეს

“კანონიერი ქურდი” „დავით გვაჯაია“ უკრაინიდან გააძევეს. ამის შესახებ ფეისბუქში უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ტროიანმა დაწერა.
„ქართველი კანონიერი ქურდი, რუსეთის მოქალაქე დავით გვაჯაია მეტსახელად „დათო ტობოლსკი“ კრიმინალურ სამყაროში ძალზე ცნობილი პირია. ის 1998 წელს „ქურდად“ “ნუგზარ ზესტაფონსკიმ” აკურთხა“ დაწერა ტროიანმა. მისი ინფორმაციით, „დათო ტობოლსკი“ 16 მარტს ჩეხეთში, გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა 29 ოქტომბერს ის გაათავისუფლეს. 30 ოქტომბერს გვაჯაია კიევში ჩავიდა, სადაც სხვა „კანონიერ ქურდებს“ უნდა შეხვედროდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები