საპარტნიორო ფონდმა OPIC- ის დირექტორს უმასპინძლა

საპარტნიორო ფონდში აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის – “უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის” (OPIC) მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ დარგში მმართველ დირექტორთან, ქენეთ ანჯელთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ძირითადი თემა, სხვა საკითხებთან ერთად, წინანდალში “რედისონის” მშენებლობა იყო. შეხვედრა OPIC-თან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა.
საპარტნიორო ფონდი OPIC-თან კონკრეტული პროექტებისა და პირდაპირი კერძო ინვესტიციების რისკების გადაზღვევის ინოვაციურ მეთოდებზე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები