გუდამაყრელი მოსწავლეების დასახმარებლად შაბათს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში პოეზიის საღამო გაიმართება

საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში(სამების ტაძარი) შაბათს, 19 ნოემბერს 16 საათზე, გუდამაყრული პოეზიის საღამო გაიმართება.
საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ პოეტები: ტარიელ ხარხელაური, მარიამ წიკლაური, თავმასი ჩოხელი და სხვა…
ასევე, წაკითხული იქნება გოდრძი ჩოხელის და მამუკა წიკლაურის ლექსები.ლექსებს წაიკითხავენ მსახიობები და ასევე გუდამაყრის სკოლის მოსწავლეები. საღამოს მუსიკალურად გაფორმებენ ფოლკლორული ანსამბლები.
გარდა ამისა, შეგროვდება მხატვრული ლიტრატურის წიგნები სასაკოლო ბიბლიოთეკისთვის, ასევე რვეულები, საწერი კალმები და სხვა საკანცელარიო ნივთები, რომლებიც გამოადგებათ გუდამაყრის სკოლის ბავშვებს.
ეს ყველაფერი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიიტანოთ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის(სამების ტაძარში)ოთახში,სადაც ფილმის ჩვენებები იმართება ხოლმე. საღამოს მსვლელობისასა დაიდგმება შესაწირავი ყუთი. შეგროვებული თანხით გუდამაყრის სკოლის ბავშვებისათვის შეძენილი იქნება საკანცელარიო ნივთები.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. გელოდებით ყველას,ვისაც გიყვართ და გული შეგტკივათ მთაზე და გუდამაყრის ხეობაზე . ცალ-ცალკე ნაკლებად, მაგრამ ერთად ყველას შეგვიძლია დავეხმაროთ მათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები