საქართველოში ტემპერატურა კიდევ უფრო დაეცემა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში არამდგრადი ამინდი მომავალი დღეების განმავლობაშიც შენარჩუნდება.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით.
ბარში ჰაერი 8-დან 10 გრადუსამდე გათბება, მაღალ მთაში მოსალოდნელია ყინვა.
დასავლეთ საქართველოში 19 ნოემბრიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
23 ნოემბრიდან ამინდი კვლავ გაუარესდება, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაეცემა და გაძლიერდება ყინვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები