ბიძინა ივანიშვილმა ჰოლანდიელი ფერმწერის ტილო აუქციონზე 61 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ცნობილი ჰოლანდიელი ფერმწერისა და მოქანდაკის, უილიამ დე კუნინგის ტილო Untitled XXV ნიუ-იორკის კრისტის აუქციონზე გაყიდა. ტილოს ფასმა 61 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ჰოლანდიური გამოცემა “volkskrant.nl”-ი წერს.
ამავე ინფორმაციით, ტილოს საწყისი ფასი 37 მლნ. აშშ დოლარი იყო. ტილო მხატვრის მიერ 1977 წელს არის შექმნილი.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, ეს კუნინგის ნამუშევრებში გადახდილი რეკორდული თანხაა.
ამასთანავე, გამოცემა “cbc.ca” იუწყება, რომ კუნინგის ტილოში 66 მილიონი აშშ დოლარი იყო გადახდილი.
ტილოს ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია, ნამუშევრის შეძენის განაცხადი ტელეფონით გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები