„ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის ‘’კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ფარგლებში, კონსულტანტი კომპანიის (PEM Consult) წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა პროექტთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრეს და 17-18 ნოემბერს წყალტუბოში დაგეგმილი სემინარის – „მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავების შესახებ“ დეტალები განიხილეს.
აღნიშნულ სემინარს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ნარჩენების მართვის საერთაშორისო ექსპერტები დაესწრებიან.
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობას იწყებს.
აღნიშნული ნაგავსაყრელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების 16 მუნიციპალიტეტს მოემსახურება. პროექტი ასევე მოიცავს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მოგროვების, ქუჩების დასუფთავების სისტემის გაფართოებასა და გაუმჯობესებას, ნარჩენების გადაზიდვის სისტემის მოწყობას.
ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი სანიტარული ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოები 2015-2019 წლებში განხორციელდება. ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის პარალელურად, რეგიონში არსებული ძველი ნაგავსაყრელები დაიხურება .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები