ომის გმირი, რომელიც სამშობლოში იდევნებოდა – ლადო ჯადუგიშვილის ისტორია

1923 წლის 12 ივლისს ჯადუგიშვილების ოჯახში ეროვნული გმირი დაიბადა. მამისავით, ნიკალა ჯადუგიშვილივით, ისიც სამშობლოსთვის ნაცისტური გერმანიის წინააღდეგ იბრძოდა. ლადომ განათლება პუშკინის სახელობის ინსტიტუტში მიიღო, სადაც მისი მომავალი მეუღლე გაიცნო. ჰყავდა სამი გოგო და ერთი ვაჟი. ჯადუგიშვილი რუსული ენის სპეციალისტი იყო. მუშაობდა ბაკურციხის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმში რუსული ენის მასწავლებლად. იყო მჭერმეტყველი, კეთილი, იუმორით აღსავსე ადამიანი. რამდენადაც უყვარდათ, იმდენად პატივს სცემდნენ. იმის მიუხედავად, რომ იმ წლებში ანაზღაურება კარგი ჰქონდა, შრომას არ თაკილობდა, ფიზიკურად ბევრს მუშაობდა, იქნებოდა ეს ნაკვეთი თუ ვენახი. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, როგორც თავდადებულ პატრიოტს და სამამულო ომის მონაწილეს.

15139328_1143821508988320_54693642_n2015 წლის 9 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლადო ჯადუგიშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
“ჩემო პატივცემულო ვეტერანებო, ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ქედის მოხრით მინდა მადლობა გითხრათ თქვენი გმირობისათვის. იმ გმირობისათვის, რომელიც, თქვენ, სრულიად ახალგაზრდა გოგო-ბიჭებმა ჩაიდინეთ და რითაც შესაძლებელი გახადეთ არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში გაგრძელებულიყო სიცოცხლე და გაგრძელებულიყო კაცობრიობის ისტორია. დღეს, თქვენ მთელი კაცობრიობა გეუბნებათ მადლობას ამ გმირობისათვის”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ლადო ჯადუგიშვილი ომისთვის მართლაც, ძალიან პატარა იყო, ის 17 წლის იქნებოდა, როდესაც მისი მეგობრები ჯარში გაიწვიეს. ასაკის გამო ლადოს ჯერ არ შეეძლო ჯარში წასვლა, მაგრამ კახურმა სიჯიუტემ თავისი გაიტანა. ჯადუგიშვილი ჯერ იარაღის საწყობის დარაჯად განაწესეს, შემდეგ კი ომიც დაიწყო. ბრძოლის დროს მხარში დაჭრილი ჯადუგიშვილი ჰოსპიტალში მოხვდა. როგორც კი იარაღის ხელში დაჭერა შეძლო, მაშინვე ფრონტის ხაზს დაუბრუნდა. 15058764_1143821505654987_1181996722_n
გერმანელების ერთ-ერთი შეტევის დროს საბჭოთა რაზმმა უკან დახევის ბრძანება მიიღო. ძნელია ისეთი ადამიანისთვის, როგორც ჯადუგიშვილი იყო, უკან დახევა გებრძანებინა, როდესაც ის ბრძოლის ველზე სამშობლოსთვის ტყვიამფრქვევით იდგა და მტრის შეტევას იგერიებდა, იმ დღეს ჯადუგიშვილი ტყვედ ჩავარდა. იმ დროს საბჭოთა რაზმები უკან იხევდნენ, რადგან გერმანელები შეტევაზე გადმოდიოდნენ. ლადო და მისი თანამებრძოლები საშინელ ყინვაში, მდინარით აპირებდნენ ბაზაზე დაბრუნებას.

“კვირა” გაესაუბრა ლადო ჯადუგიშვილის ქალიშვილს ნონა ჯადუგიშვილს, რომელმაც გაიხსენა მამის ისტორიები და დეტალურად ისაუბრა მის განვლილ ცხოვრებაზე.
“მამა ჭაობში იყო ჩაფლული და ხის ღეროთი სუნთქავდა. საშინელ ყინვაში რამდენიმე საათს გაჩერდნენ, გამოსვლისას მამა და მისი თანამებრძოლები სნაიპერს შეუმჩნევია, ორმხრივი სროლის შემდეგ, მხოლოდ მამა გადარჩა, რის შემდეგაც ტყვედ ჩავარდა,” – იხსენებს ნონა ჯადუგიშვილი მამის ნაამბობს.

15128716_1143821495654988_505240166_nგერმანელები ტყვეებს საშინლად ექცეოდნენ და მათგან ნებისმიერ ინფორმაციას იღებდნენ. სასტიკი ზეწოლის მიუხედავად, ქართველი გმირი არ გატყდა და სამშობლოს ერთგული დარჩა. საბჭოთა ჯანმრთელ ტყვეებს გერმანელები მძიმე სამუშაოს აკისრებდნენ. ლადომ 2 წლის განმავლობაში გერმანული ენა შეისწავლა და მტრის ნდობაც მოიპოვა. მძიმე სამუშაოდან ჯადუგიშვილი სამზარეულოში გადაიყვანეს. ქართველ პატრიოტს, ტყვეობიდან თავის დაღწევაზე ფიქრი, წლების მანძილზე არ მოშორებია.
“ტყვეობაში ჩავარდნილს მძიმე სამუშაო ეკისრა. ტყვეების ბანაკში მეზობელთან ერთად მოხვდა. ქართველები ცდილობდნენ ერთად ყოფილიყვნენ და ამისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. დიდი ხნის შემდეგ, მამამ გერმანელების ნდობა მოიპოვა და მძიმე სამუშაოდან სამზარეულოში გადაიყვანეს. ნდობის მოპოვების შემდეგ, ტყვეობიდან გამოიპარა და მეზობელ სახლში თათრებთან შეაფარა თავი”, – იხსენებს ლადოს ქალიშვილი.

ლადოს პირველ ჯერზე არ გაუმართლა და გერმანელებმა მალევე მიაგნეს მის ადგილს, მაგრამ ერთ დილასაც, ბანაკში ტყვეების დათვლის დროს, ტყვეთა რაოდენობას, ერთი თავისუფლებისმოყვარე ქართველი კვლავ აკლდა. ლადო ამჯერად თივის გროვაში შეძვრა და მთელი ღამე იქ იყო. გერმანელები ფიწლებით და იარაღებით თავლას მიადგნენ და ძებნა დაიწყეს. რამდენიმე დღის შემდეგ, თავი დააღწია იმ ადგილსაც და ტყვეთა ბანაკსაც. ქართველი გმირი საბჭოთა კავშირის ბანაკამდე ჩავიდა. ომიც მალე დასრულდა.
გადარჩენილი გმირი 4 წლის შემდეგ დაუბრუნდა სამშობლოს. ტყვეობაში ჩავარდნილ მებრძოლებს, საბჭოთა კავშირის რეჟიმი არ ენდობოდა. გმირი, რომელიც გერმანელების წინააღდეგ იბრძოდა და ტყვეობაში წამებას გაუძლო, საკუთარ ქვეყანაში იდევნებოდა. 15086368_1143822545654883_1612325136_n-1

“მამა მტრის ენაზე 70 წლის შემდეგაც, სრულიად გამართულად ლაპარაკობდა. 2016 წელს, კახეთში სტუმრად ჩამოსული გერმანელი ჟურნალისტი გააოცა მამას გერმანულმა აქცენტმა. თბილისში არ ჩერდებოდა, სოფლის გარეშე ვერ ძლებდა. სიკვდილის წინა დღეებშიც არ უავადმყოფია. მუშაობდა, როგორც ყოველთვის. ბოსტნეულს თესავდა, ბაღს ასუფთავებდა, ქათმებს უვლიდა. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე კარგ ხასიათზე იყო. ჩემი ბოლო სურვილია ისე მოვკვდე, საწოლად რომ არ ჩავვარდეო და ასეც მოხდა,” – აღნიშნა ნონა ჯადუგიშვილმა.
94 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს პატრიოტი, თავდადებული ადამიანი ლადო ჯადუგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები