შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ახალი სასაზღვრო სექტორის შენობა გაიხსნა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) N2 სექტორ „იორის“ ახალი შენობა გაიხსნა.
ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი, შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, აშშ-ს საელჩოს, აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
შს სამინისტროს ცნობით, ახალი სასაზღვრო სექტორის შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება. იგი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის 40 კილომეტრიან მონაკვეთს მოემსახურება და მესაზღვრეებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის უკეთესად შესრულებაში შეუწყობს ხელს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, ასევე, დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე ახალ სასაზღვრო სექტორს ააშენებს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების ეფექტურ დაცვას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები