მალტის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
მალტის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გემის კაპიტანს განესაზღვრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით. მასვე დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომელმაც 3 850 ლარი შეადგინა.
მალტის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები