პროექტმა “გახდი სასამართლოს მეგობარი“ ტრენინგები დაასრულა

სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა პროექტით “გახდი სასამართლოს მეგობარი“ გათვალისწინებული ტრენინგები დასრულდა. პროექტი ფონდ “ღია საზოგადოება საქართველომ” დააფინანსა.
პროექტის მონაწილეებმა ტრენინგის ფარგლებში შეისწავლეს:

• სასამართლოს მეგობრის ,, Amicus Curiae’’ ინსტიტუტის წარმოშობა და მისი არსი

• სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად

• წერის სტანდარტები

• სასამართლო პრაქტიკის ზოგადი მიმოხილვა

• სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრების ეფექტურად მომზადების თაობაზე გამოცდილების გაზიარება

ტრენერი – თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი.

პროექტის ფარგლებში, 17 ნოემბერს გაიმართება ლექცია, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, მონაწილეებს, გააცნობს სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის საერთაშორისო და საქართველოს პრაქტიკას. ლექციის შემდგომ, კონკურსის, ფარგლებში მონაწილეებს მიეცემათ პრაქტიკული დავალება/ქეისი, რომელზეც 10 დღის განმავლობაში მოამზადებენ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას, რის შემდგომაც ჟიური გამოავლენს 4/6 საუკეთესო მონაწილეს, რომლებიც მონაწილებას კონკურსის ფინალში მიიღებენ. კონკურსის ფინალის შესაბამისად, ჟიური გამოავლენს ორ გამარჯვებულს, რომლებიც 6 თვის განმავლობაში (2017 წელი, იანვარი – ივნისი) თბილისისი საქალაქო სასმართლოს, სისხლის სამართლის კოლეგიაში მიმდინარე საქმეებზე, სასამართლოსთვის წარსადგენად, მოამზადებენ 5-5 სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას.

პროექტის პარტნიორები: მართლმსაჯულების გაძლირებისა და სასამართლებრივი განათლების ცენტრი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

პროექტის მედია მხარდამჭერები: საინფორმაციო სააგენტო “პირველი“, საინფორმაციო სააგენტო “ლიბერალი“ და ანალიტიკური/საინფორმაციო სააგენტო “მედია კლუბი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები