ჩაჩავას კლინიკა პაციენტებს სეზონური გრიპის საწინააღდმეგო ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევს

ჩაჩავას კლინიკა პაციენტებს სეზონური გრიპის საწინააღდმეგო ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევს. განსაკუთრებით ზამთარში, მაშინ როდესაც ვირუსული ინფექციების დონე გაცილებით მაღალია.
როგორც სპეციალისტები მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, ვაქცინაცია გრიპის ყველაზე ეფექტური პრევენციაა და მას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი გრიპის სეზონის განმავლობაში 60 პროცენტით შეამციროს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნებისთვის (მათ შორისაა საქართველო), გრიპის სეზონად წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირის ჩათვლით პერიოდია მიჩნეული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ჩაჩავას კლინიკა ყველა მშობელს და არა მარტო მათ, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცატარების რეკომენდაციას იძლევა ისეთ რისკჯგუფებში, როგორიცაა- ორსულები, 6-59 თვის ასაკში მყოფი ბავშვები,
ხანდაზმულები, სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე პირები და ასევე ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელნი.
პროფესორთა მტკიცებით, ვაქცინირებულთა 95-98 პროცენტი ხანგრძლივ და მყარ იმუნიტეტს გამოიმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ ჩაჩავას კლინიკაში ვაქცინები „ცივი ჯაჭვის“ წესების მკაცრი დაცვით ინახება.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები