ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კილომეტრზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სახიდე გადასავლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გივი ჩოჩიამ მოინახულა.
მდინარე რიკოთულაზე მდებარე აღნიშნული ხიდი დაზიანებული იყო და მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით აუცილებელი იყო მისი რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდის სავალ ნაწილს, მოაჯირებს, ტროტუარებს და ხიდთან მისასვლელ გზებს. შეკეთდება ზედა საყრდენი კედელი, გზა საგზაო ნიშნებით აღიჭურვება და ჩატარდება ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 527 089 ლარია. სამუშაოები 2016 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წლის დეკემბერში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები