თბილისის მერია საკრებულოს 800-მილიონიანი ბიუჯეტის დოკუმენტს გადაუგზავნის

თბილისის მერია დღეს საკრებულოში 800-მილიონიანი ბიუჯეტის დოკუმენტს გადააგზავნის. ბიუჯეტის გადანაწილების დეტალები დღესვე გახდება ცნობილი.
როგორც გუშინ დავით ნარმანიამ განაცხადა, ბიუჯეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო პრიორიტეტია გამოყოფილი, რაც საბავშვო ბაღების მშენებლობასთან არის დაკავშირებული.
გამწვანება და ეკოლოგია კვლავაც პრიორიტეტია, ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის სამუშაოები – ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც დედაქალაქის მერია იმუშავებს. ასევე, ტრანსპორტის მიმართულებით, დასრულდება ავტობუსების შემოყვანის პროცესი და განხორციელდება მეტროპოლიტენის მოდერნიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები