პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 600-მდე ბავშვი გახდება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 46-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. როგორც “კვირას“ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრ “ძლევაიდან” აცნობეს, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდება.
სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 46-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ნათლობის ჯვარი გადაეცემათ.
ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.
დღეისათვის უწმინდესს 29 698 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები