თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია ”თელასის” ცნობით, გლდანის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან  18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, შეშელიძის, გმირ კურსანტთა, ილორის, ხიზაბავრის, ქერჩისა და ხიზამბარელის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის მცხოვრებლებს.
იმავე მიზეზით, 10:00 საათიდან, 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის და ოთარ ჭილაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები