ჩხოროწყუში გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ

13 წლის დიმა გაბედავას ოჯახი დახმარებას ითხოვს.
მოზარდი სახლიდან 9 ნოემბერს გავიდა და მას შემდეგ ახლობლებმა მისი ადგილსამყოფელი არ იციან. ოჯახის წევრები ვერ ასახელებენ მოზარდის გაუჩინარების შესაძლო მიზეზს.
მათი თქმით, მოზარდს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
გაბედავები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში ცხოვრობენ.
“გავიკითხეთ, პოლიციაშიც შევიტანეთ განცხადება, გაირკვა, რომ ჩემი დის კლასელს უნახავს ქუთაისში გამოლაპარაკებია კიდეც, ამის შემდეგ წავედით ქუთაისში, თუმცა ვეღარ ვიპოვეთ“, – აცხადებს მოზარდის და.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები