ოზურგეთის სამშობიაროში ჩვილი გარდაიცვალა

ოზურგეთის სამშობიაროში ჩვილი გარდაიცვალა. 23 წლის ნათია ჟორჟოლიანის ოჯახის წევრები ოზურგეთის კლინიკის „მედალფას“ სამშობიარო ბლოკის ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს საკეისრო კვეთა დღეს დილით გაუკეთდა, თუმცა ნაყოფი უკვე დაღუპული იყო. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მორიგე ექიმმა მათ დაუდასტურა, ოპერაცია 10 წუთით ადრე რომ დაწყებულიყო, ჩვილი გადარჩებოდა. ისინი მომხდარში სამედიცინო პერსონალს ადანაშაულებენ და ექიმების დაუდევრობაზე საუბრობენ. ჟორჟოლიანის ოჯახი გარდაცვლილის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.
გარდაცვლილის ნათესავი, დავით ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ნათია ჟორჟოლიანი ორსულობის პერიოდში კონსულტაციას ამავე კლინიკაში გადიოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები