15 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აცივდება

15 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით თბილი ამინდები შეიცვლება და აცივდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოში ტემპერატურის ვარდნაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების ცნობით, 13 ნოემბრიდან დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი დღისით შესაძლებელია მცირე წვიმა.
13 ნოემბრიდან, ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოში +20 +25 გრადუსის, აღმოსავლეთ საქართველოში + 13 +18 გრადუსის, თბილისში +14 +16 გრადუსის ფარგლებში იქნება.
14 ნოემბერს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღისით მოსალოდნელია ნალექი, 15 ნოემბერს კი, მთელი საქართველოს მასშტაბით იწვიმებს და ჰაერის ტემპერატურაც საგრძნობლად დაიკლებს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელო მომდევნო დღეებშიც. კერძოდ, 16-17-18 ნომბერს დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა და როგორც ბარში, ასევე მაღლობში, ხოლო მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები