პროკურატურის ორგანიზებით, შშმ პირთა საინტეგრაციო ცენტრის აღსაზრდელებისთვის კულტურული ღონისძიება მოეწყო

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საინტეგრაციო ცენტრის აღსაზრდელებისთვის კულტურული ღონისძიება მოეწყო. ადიგენის რაიონის სოფელ არალში არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საინტეგრაციო ცენტრის „ჩვენი ნუგეშის” აღსაზრდელებმა მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი ,,რწყილი და ჭიანჭველა’’ იხილეს. სპექტაკლს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლები შვილებთან ერთად ესწრებოდნენ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ქ.ახალციხის სხვადასხვა საჯარო სკოლის წარჩინებულმა მოსწავლეებმა.
წარმოდგენის დასასრულს „ჩვენი ნუგეშის” აღსაზრდელებისთვის მცირე ექსკურსია მოეწყო რაბათის ციხის ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორის მალხაზ კაპანაძის თქმით, „ჩვენი ნუგეშის” აღსაზრდელებისთვის ეს ღონისძიება არ არის ერთჯერადი აქცია. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საინტეგრაციო ცენტრთან სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას უკვე განხორციელებული აქვს ერთი საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც აღსაზრდელებს სხვადასხვა სახის საოჯახო ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცათ.
„მსგავსი სახის ღონისძიებებით საქართველოს პროკურატურას და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საინტეგრაციო ცენტრის აღსაზრდელების საზოგადოებაში ინტეგრირებასა და მათი ცხოვრების თუნდაც მცირედით გალამაზებაში. აღნიშნული ღონისძიება არ ატარებს ერთჯერად ხასიათს. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას აღნიშნულ ცენტრთან უკვე განხორციელებული აქვს ერთი საქველმოქმედო აქცია და მომავალში აქტიურად გააგრძელებს მსგავსი სახის ღონისძიებებს“ – განაცხადა მალხაზ კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები