ყარაჯალის მოსახლეობა ყოფილ ხელისუფლებას მიწების გასხვისებაში ადანაშაულებს

საპროტესტო აქცია თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში. სოფლის 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც ეთნიკური აზერბაიჯანელია, წინა ხელისუფლებას მიწების უკანონო გასხვისებაში ადანაშაულებს.
საუბარია 15 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე, რომელიც სოფლის სასაფლაოს ეკუთვნოდა, თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, 2011 წელს მიწა, აუქციონის წესით, 8 პირზე ფარულად გასხვისდა. მოსახლეობა კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
“ ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ ჩვენი კუთვნილი მიწა უკან დაგვიბრუნონ. რატომ მოხდა ამ მიწების გასხვისება, რა უფლებით გაიტანეს აუქციონზე? როდესაც აუქციონზე გადის რაიმე, მოსახლეობის ინფორმირება ხდება, რატომ არ მოხდა ჩვენი ინფორმირება?“ – აცხადებს ყარაჯალაში მცხოვრები ზურაბ მუსოევი.
აქციის მონაწილეების პრობლემებს თელავის გამგებლის მოადგილე გაეცნო. თელავის მინიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციით, მათ მიწების გასხვისების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. მისივე თქმით, მან მოსახლეობას აუხსნა, რომ მიწების აუქციონის წესით გასხვისება ქონების მართვის სააგენტომ განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები