გიორგი კვირიკაშვილი ბესიკ ხარანაულს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოეტ ბესიკ ხარანაულს დაბადების დღეს ულოცავს.
„მთელი გულით ვულოცავ დაბადების დღეს ყველასათვის საყვარელ პოეტს ბესიკ ხარანაულს. მან თავისი ნიჭით, გულწრფელობითა და ორიგინალობით საყოველთაო სიყვარული და აღიარება მოიპოვა. ვუსურვებ დიდ პოეტს მხნეობასა და წარმატებებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ბესიკ ხარანაული დღეს 77 წლის გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები