მათე ტაკიძე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს მღვდელმთავრად კურთხევიდან 20 წლისთავს ულოცავს

კოლეჯ “სპექტრის“ დირექტორი მათე ტაკიძე, ოჯახთან ერთად, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს მეუფე დიმიტრის მღვდელმთავრად კურთხევიდან 20 წლისთავს ულოცავს.
როგორც მათე ტაკიძე აღნიშნავს, მეუფე დიმიტრის განსაკუთრებული და გამორჩეული ღვაწლი აქვს ქართული ეკლესიის თანამედროვე ისტორიაში.15057767_540536436152544_1548044330_n
„ნოემბერში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს მეუფე დიმიტრის მღვდელმთავრად კურთხევიდან 20 წელი შეუსრულდა. განსაკუთრებული და გამორჩეული ღვაწლი აქვს მეუფე დიმიტრის ქართული ეკლესიის თანამედროვე ისტორიაში, ეს არის საგანმანათლებლო, საქველმოქმედო, საგამომცემლო მოღვაწეობა. უამრავი საინტერესო პროექტი, რომელმაც უამრავ ადამიანს მისცა საშუალება თავის ნიჭის რეალიზაციისა ეკლესიისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
მეუფე დიმიტრი გამორჩეული სასულიერო მმართველია თავისი კრეატიულობით, ლოცვითა და სიახლეებისადმი მუდმივი ძიებით. იგი არაერთი ფესტივალისა და წამოწყების დამფუძნებელი, სულისჩამდგმელი და ინიციატორია. ნებისმიერი ადამიანის მეგობარი, გვერდში მდგომი და პრინციპების ერთგული მეუფეა. ასეთ მეუფეს ვიცნობთ და გვაქვს პატივი ჩვენს ოჯახს ნათელმირონობისა. ვამაყობთ, მუფეო, თქვენი ღვაწლით და გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი სამშობლოსა და დედა ეკლესიის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს მათე ტაკიძე.
მეუფე დიმიტრი, ერისკაცობაში ნოდარ [ჭაბუკა] შოთას ძე შიოლაშვილი დაიბადა 1961 წლის 16 თებერვალს მცხეთაში, 1979 წელს, სკოლის დამთავრების შემდგომ ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ სწავლა განაგრძო ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია საეკლესიო ისტორიაში და დაბრუნდა საქართველოში. 1985 წლის 28 ივლისს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა დიაკვნად, 1986 წლის 12 იანვარს მღვდლად და განაწესა ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში. 1988-1989 წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1989 წელს აყვანილი იქნა დეკანოზის ხარისხში და დაინიშნა ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. 1996 წლის 8 ნოემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იგი აკურთხა ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსად, 2003 წლის 14 სექტემბერს მეუფე დიმიტრი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის , ხოლო 2007 წლის 3 ივნისს მიტროპოლიტის ხარისხში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები