განათლების მინისტრი 56-ე ბაღში გამართულ ღონისძიებაზე: ეს რიტუალი არ იყო, ეს იყო წარმოდგენა, თამაში

ეს რიტუალი არ იყო. ეს იყო წარმოდგენა, თამაში. თქვენ ყველას, ვფიქრობ, ბავშვობაში გითამაშიათ ბევრნაირი თამაში – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თბილისის 56-ე საბავშვო ბაღში გამართული ღონისძიების შეფასებისას განუცხადა.
მისივე თქმით, ახალი კანონით, უნდა შეიქმნეს სასწავლო პროგრამა, თუმცა მინისტრი მიიჩნევს, რომ სასწავლო პროგრამა არ არის გარანტია.
ჯეჯელავას განცხადებით, პედაგოგი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მან უნდა გადაწყვიტოს მისი ბავშვებისთვის რა არის სწორი და რა არასწორი.
”ეს რიტუალი არ იყო. ეს იყო წარმოდგენა, თამაში. თქვენ ყველას, ვფიქრობ, ბავშვობაში გითამაშიათ ბევრნაირი თამაში. ახალი კანონით მომავალი წლიდან ჩვენ უნდა შევქმნათ სასწავლო პროგრამა, თუმცა, სასწავლო პროგრამა არ არის გარანტია. პედაგოგი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მან უნდა გადაწყვიტოს მისი ბავშვებისთვის რა არის სწორი და რა არასწორი. თუ ვინმე დაარღვევს ბავშვების უფლებებს, ფსიქოლოგიურ ზიანს მიაყენებს ბავშვებს, ის უნდა დაისაჯოს ძალიან მკაცრად, მაგრამ მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე. თუმცა კომპეტენტური ხალხი გაარკვევს, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ვფიქრობ, ჩვენმა ბავშვებმა უნდა ითამაშონ, უნდა შეიმეცნონ ცხოვრება და პირადად მე არ ვიზიარებ დამოკიდებულებას, რომ სკანდალად და უბედურებად გადავაქციოთ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ასახულია თბილისის 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ აღსაზრდელთა მონაწილეობით დადგმული „ქორწინების“ სცენა.
ვიდეოს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები