თიანეთში არჩილის მონასტერთან და ჟებოტას ამაღლების კომპლექსთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჟებოტას ამაღლების კომპლექსთან და არჩილის მონასტერთან მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა და მისი ღირებულება 3 მილიონამდე ლარია. არჩილის მონასტერთან მისასვლელ გზაზე, ამ დროისთვის, უკვე დაგებულია 4800 მ ასფალტის საფარი. ხოლო, ჟებოტას ამაღლების კომპლექსთან მისასვლელი 1222 მ – იან გზაზე უკვე ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები და მალე ასფალტის დაგება დაიწყება. დაგეგმილია ასევე ეზოში შესასვლელებისა და ავტოსადგომის მოწყობა. სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები