ბიზნესრეიტინგის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბის“ ორგანიზებით, გუშინ, „გარდენ ჰოლში“ რიგით მე-17 ბიზნესრეიტინგის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
მედია ჰოლდინგი “ჯორჯიან თაიმსი” და კომპანია „გორბი“ ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან ატარებენ.
ღონისძიების ფარგლებში წელს სიახლე იყო – საქართველოში პირველად, ინვესტორთა დაჯილდოება “Investment Awards” ჩატარდა, რომლის მიზანსაც ინვესტორების წარმოჩენა და პოპულარიზაცია წარმოადგენს.
პროექტის მიზანს, ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, ბიზნესის მხარდაჭერა და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა და ხელშეწყობა წარმოადგენს . ბიზნესრეიტინგის წვლილს არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.
ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდნენ, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს – გადაეცა გრან-პრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, რომელიც ძვირფასი ლითონისგანაა დამზადებული.
საუკეთესო კომპანიად ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დასახელდა და სპეციალური ორდენი – დავით ზუბიტაშვილს ,,ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტმა – მალხაზ გულაშვილმა გადასცა.
საუკეთესო ინვესტორის ნომინაციაში კი – ,,ომეგა ჯგუფი“ აღიარეს.
წელს სიახლე იყო სახელმწიფო კომპანიის ნომინაციაც, სადაც, გამარჯვებულად ,,საქართველოს რკინიგზა“ გამოვლინდა.
ღონისძიებაზე, ასევე, ჟურნალისტების სიმპათია (საუკეთესო რესპონდენტი) და მისტერ შარმი გამოვლინდა და ორივე ნომინაციის გამარჯვებულად სოსო ფხაკაძე დასახელდა.
“ჯორჯიან თაიმსსა” და “გორბის,” ტრადიციულად, არ დავიწყებია ჟურნალისტების დაფასება და წელსაც, ქართული ბიზნესის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისთვის, მედიის წარმომადგენლებიც დაჯილდოვდნენ. ნომინაციებში გამარჯვებული თბილისის მერმა – დავით ნარმანიამ გამოაცხადა.
პროექტის მხარდამჭერი საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“ იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები