შსს-ს მაშველებმა საერთაშორისო საველე-საშტაბო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა მონტენეგროში, ქალაქ პოდგორიცაში, კატასტროფებზე რეაგირებისა და კატასტროფების შედეგების მართვის საერთაშორისო საველე-საშტაბო სწავლებაში – CRNA GORA-2016 მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგი ნატო-ს კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრისა (EADRCC) და მონტენეგროს სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
პრაქტიკულ ვარჯიშში საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო დანაყოფის 12 თანამშრომელი მონაწილეობდა. ისინი 2 ქვეჯგუფად იყვნენ დაყოფილი: ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული კატასტროფების შედეგებზე რეაგირების დეკონტემინაციის და წყალზე სამაშველო ოპერაციების ჯგუფებად.
სწავლების მიზანი იყო ფარტომასშტაბიანი კატასტროფების დროს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების, ასევე, საერთაშორისო სამაშველო დანაყოფების კოორდინირებული რეაგირების უნარების გამოვლენა და სამაშველო ოპერაციების გამოცდილების გაზიარება.
სწავლებაში 30-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოდგენლები მონაწილეობდნენ.
ტრენინგის ორგანიზატორებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს სამაშველო ჯგუფის მიერ მაღალ დონეზე შესრულებული სამაშველო ოპერაციები.
კურსის დასრულების შემდეგ სწავლების მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები