„სტარტაპ საქართველო“ ბიზნეს პროექტების განაცხადების მიღებას განაგრძობს

საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველო”პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებისა და აპლიკაციების მიღებას განაგრძობს.
როგორც ”კვირას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge.
მათივე ინფორმაციით, „სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციური კომპონენტის პირველ კონკურსში 36-მა ბიზნეს პროექტმა გაიმარჯვა.
15 დეკემბრამდე მიღებული განაცხადების განხილვის პროცესი და გამარჯვებულების გამოვლენა წლის ბოლომდე დასრულდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები