დავით ნარმანია 56-ე ბაღში “ბავშვთა ქორწინებაზე”: მსგავსი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია

თბილისის 56-ე ბაღში ბავშვებს შორის იმიტირებულ ქორწინებას თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მისთვის მსგავსი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია.
„ჩემთვის  კატეგორიულად მიუღებელია ეს და სხვა მსგავსი მიდგომა, თუმცა ეს იყო ერთი შემთხვევა და შესაბამისად, ბაღების მართვის სააგენტოს მხრიდან, ჩემი დავალების საფუძველზე მოხდა მყისიერი რეაგირება და მიეცა მკაცრი გაფრთხილება პედაგოგს. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ სწორად გავზარდოთ მომავალი თაობა და განსაკუთრებით ფაქიზად უნდა მოვეპყროთ. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება“, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები