ჯაბა ჯიშკარიანმა სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მოსახლეობას გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ჯაბა ჯიშკარინმა სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მოსახლეობას 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ჯაბა ჯიშკარიანი მოქალაქეების წინაშე ანგარიშით თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში პრეზენტაციის სახით წარსდგა, სადაც საკრებულოს სხდომებში, კომისიებსა და ფრაქციაში მონაწილეობის, ასევე განხორციელებული პროექტებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე დეტალურად ისაუბრა.
როგორც ჯაბა ჯიშკარიანმა აღნიშნა, იგი საანგარიშო პერიოდში 900-ზე მეტ მოქალაქეს პირადად შეხვდა და ბიუროში შემოსული 350-მდე განცხადებიდან რეაგირების მიზნით 300-მდე განცხადებას შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობა გაუწია.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს საკრებულოს მაჟორიტარი წევრისა და მისივე სამაჟორიტარო ბიუროს ინიციატივით, მოსახლეობას ტრანსპორტის, საკანალიზაციო ქსელის, ჯანდაცვისა და სოციალური, ასევე დასაქმებისა და ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პრობლემები მოუგვარდა.
ჯაბა ჯიშკარინმა განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა.
დეპუტატის განცხადებით, მთაწმინდის რელიეფიდან გამომდინარე, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს სწორედ ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს.
მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით რაიონში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. კერძოდ, დაიგო 46 000მ.კვ.-მდე ასფალტის საფარი, მოეწყო სამი ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა რაიონში არსებულ სხვა სკვერებსაც.
საკრებულოს წევრის შუამდგომლობითა და მთაწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები. პრეზენტაციის თანახმად, მთაწმინდის რაიონში გადაიხურა სახლები, გამაგრდა სადარბაზოები, შეკეთდა ლიფტები, ასევე მოწესრიგდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის სისტემები.
ჯაბა ჯიშკარიანისა და მისი სამაჟორიტარო ბიუროს ორგანიზებით, ასევე მთაწმინდის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, რაიონში არაერთი საქველმოქმედო აქცია ჩატარდა, მათ შორის, 250 მოზარდი 10 დღით დასასვენებლად ბაკურიანში გაემგზავრა.
ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატმა, რომელიც ამავდროულად საკრებულოს გარემოს დაცვის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრია, აღნიშნული კომისიების სხდომებზე განხილულ საკითხებზე, კომისიების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ამ გადაწყვეტილებებში უშუალოდ მის მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება.
პრეზენტაციაზე ჯაბა ჯიშკარიანმა დამსწრე საზოგადოებას მოქალაქეთა მიღებებზე, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვაზე, ასევე რეაგირების მიზნით გაწეულ შუამდგომლობებსა და გადაწყვეტილებებზე მიაწოდა ინფორმაცია.
საკრებულოს წევრმა ასევე მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მოქალაქეების დახმარების მიზნით, სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
პრეზენტაციის დასასრულს, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ჯაბა ჯიშკარიანმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და მოწვეულ სტუმრებს სამოქმედო გეგმა დეტალურად გააცნო.
ანგარიშის წარდგენას მთაწმინდის გამგებელი გელა არჩვაძე, გამგეობისა და მუნიციპალუტეტის, ასევე სამაჟორიტარო ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი მოსახლეობასთან შეხვედრებსა და ანგარიშის წარდგენას პერმანენტულად ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები