დავით ნარმანია: დედაქალაქის ბიუჯეტის თავდაპირველი მოცულობა დაახლოებით 800 მილიონი ლარი იქნება

დედაქალაქის ბიუჯეტის თავდაპირველი მოცულობა დაახლოებით 800 მილიონი ლარი იქნება, რომელიც დროთა განმავლობაში, რასაკვირველია, გაიზრდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და საკრებულოს 15 ნოემბერს გადაეგზავნება.
„ბიუჯეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო პრიორიტეტია გამოყოფილი, რაც დაკავშირებულია საბავშვო ბაღების მშენებლობასთან და ზოგადად მომავალზე ზრუნვასთან. გამწვანება და ეკოლოგია კვლავაც პრიორიტეტია, ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის სამუშაოები, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვიმუშავებთ. ასევე ტრანსპორტის მიმართულებით მოხდება ავტობუსების შემოყვანის დასრულება, მეტროპოლიტენის მოდერნიზაცია. მომდევნო წელი ჩვენი მოქალაქეებისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 800 მილიონი ლარი იქნება ბიუჯეტის თავდაპირველი მოცულობა, რომელიც დროთა განმავლობაში რასაკვირველია გაიზრდება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები