დავით ნარმანია: „სითი პარკის“ დამფუძნებლებს სამჯერ შევხვდი, თუმცა ვერცერთ საკითხზე ვერ შევთანხმდით

თბილისის მერის განცხადებით, „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება სავარაუდოდ ვერ შეიცვლება, რადგან ყოფილმა ხელისუფლებამ კაბალური ხელშეკრულება დაუდო. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ ხელმძღვანელობას, ხელშეკრულებაში, გონივრული ცვლილებები შესთავაზეს, მაგრამ საუბარი უშედეგოდ დასრულდა.
„სითი პარკის“ დამფუძნებლები სამჯერ იყვნენ მოსული ჩემთან შეხვედრაზე, თუმცა ვერც ერთ საკითხზე ვერ შევთანხმდით, რადგან ჩვენმა წინამორბედებმა „სითი პარკს“ კაბალური ხელშეკრულება დაუდეს, რომელშიც ცვლილებების შეტანა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, ცალმხრივად შეუძლებელია თუ მათი თანხმობა არ არსებობს. მათი გონივრული და საღი თანხმობა ვერ მივიღეთ. საერთოდ მათი ქმედებები და მოსაზრებები საღ აზრს მოკლებულია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები