ვეტერანთა ოჯახებს პირველადი საჭიროების ნივთები გადაეცათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ასოციაციას -„საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ კვეზერელმა ასოციაციის თავმჯდომარესთან მაია კვეზერელი-კოპაძესთან ერთად ვეტერანის 32 ოჯახს ტანსაცმელი და პროდუქტები გადასცა.
როგორც “კვირას” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ასოციაციას -,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოქტომბერში გაფორმდა. მემორანდუმის მიზნებია ასოციაციის საქველმოქმედო აქციების საშუალებით ვეტერანთა სოციალური, მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, კონკრეტულად კი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და შეჭირვებული ვეტერანების ეტლებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა. მსგავსი აქტივობების გაგრძელება სამომავლოდაც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები