თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანია ”თელასის” ცნობით, გლდანის რაიონში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 40-40 წუთის მონაცვლეობით 9:00 საათიდან, 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ხევძმარის, ხარაძის, ილორის, ხიზამბარელის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, გობრონიძის, ახმეტელის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდგორის რაიონში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან, 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას და წავკისის მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან, 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს, თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 10:00 საათიდან, 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ქსნის, არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით, 10:00 საათიდან, 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გუმათგესის, ცისკარიშვილის, რაზიკაშვილის, მოსტკოვის, ენგურჰესის, იდუმალის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები