პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა

მარნეულის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა. მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურატურის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქ. მარნეულის, ქ. თეთრიწყაროს, ქ. წალკის მუნიციპალიტეტების გამგებლების, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის პრობაციის ეროვნული სააგენტოს, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის, მარნეულის დემოკრატიულ ქალთა საზოგადოების და საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის კოორდინატორმა, საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორმა, ნინო ცაციაშვილმა და მარნეულის რაიონულმა პროკურორმა, გიორგი კაკულიამ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ მიზნებისა და ფუნქციების შესახებ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თემაზე.

დამსწრე პირებმა იმსჯელეს მარნეულის, თეთრიწყაროს და წალკის რაიონებში გავრცელებული დანაშაულის გამომწვევ მიზეზებზე, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გააქტიურებაზე და პრევენციული ღონისძიებები დაგეგმეს.

პროექტის მიზანია მარნეულის, თეთრიწყაროს და წალკის რაიონებში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესწავლა, განხილვა, ანალიზი, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება. მარნეულის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ადგილობრივი საბჭო პერიოდულად შეიკრიბება და რაიონებში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას განიხილავს. ასევე, შეიმუშავებს ინიციატივებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები