ვეტერანები ფონდ „ფენიქსის“ პროექტებში ჩაერთვებიან

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ფონდ „ფენიქს ლზ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც „კვირას“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ფენიქსი“ რამდენიმე თვეა პროექტ „ლურჯ ფრინველს “ ახორციელებს. პროექტი შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება.
„ჩვენი შესაძლებლობები შეუზღუდავია“ – ასეთია „ლურჯი ფრინველის“ დევიზი. პროექტი გრძელვადიანია და შშმ პირებისთვის სხვადასხვა სფეროში დახმარებას ითვალისწინებს.
საწყის ეტაპზე ფუნქციონირებს ავტოსკოლა, სადაც ყველა ვეტერანს და ვეტერანის ოჯახის წევრებს საშუალება ეძლევათ, შეისწავლონ ავტომობილის მართვა, ასევე, შშმ ვეტერანებს – ადაპტირებულ ავტომობილებზე. პროექტში ავტომობილის მართვის შესწავლის სხვა მსურველი ვეტერანებიც ჩაერთვებიან. სამომავლოდ დაგეგმილია დისტანციური სწავლების დანერგვა, შშმ პირების სხვადახვა სპორტულ და სახელოვნებო წრეებში ჩართვა და ა.შ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზნობრივ აქტივობებს განახორციელებენ, რაც შშმ ვეტერანთა საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული. პროექტის ფარგლებში ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები „ლურჯი ფრინველის“ პროექტებში ჩაერთვებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები