მესტიაში სავარაუდოდ, გერმანიის დაკარგული მოქალაქის ცხედარი იპოვეს

მესტიაში ცხედარი ოპოვეს. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს პირველადი მონაცემებით, ცხედარი შესაძლოა 12 ივლისს მესტიის გზაზე დაკარგულ 65 წლის გერმანიის მოქალაქეს, სერგეი სმისლოვს ეკუთვნოდეს.
სერგეი სმისლოვი კომპანია „ეპტისა“-ს წარმომადგენელი იყო, აღნიშნული კომპანია მესტიაში წყლის მილების გაყვანას უზრუნველყოფს.
სმისლოვი რამდენიმე თვეა გაუჩინარდა, როგორც ცნობილია, გერმანიის მოქალაქე კამერებმა ბოლოს დაბა ჯვრის ცენტრში დააფიქსირეს. მას კონტრაქტი 15 ივლისს ეწურებოდა, 12 ივლისს კი გაუჩინარდა. ცხედარი მესტიის სავაადმყოფოშია დასვენებული.
ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც საბოლოოდ მოხდება მისი იდენტიფიცირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები